Sunday, June 19, 2016

მეცხრე დღის ტრენინგი

ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. მომეწონა კოლეგების პროექტების პრეზენტაცია. საინტერესო იყო თვითონ მთლიანად ტრენინგი, საჭირო ჩვენთვის, ვფიქრობ ერთი-ორი დღის დამატება კარგი იქნებოდა  ტრენინგისთვის, მსმენელი უფრო კარგად მოასწრებს ნასწავლის განმტკიცებას. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, შეუდარებელია, ოღონდ მართლა....

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, June 18, 2016

მერვე დღის რეფლექსია

 დღეს დავწერეთ პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურები.
ვისწავლეთ ელექტრონული კითხვების/ტესტების შედგენა, გამოქვეყნება. რაც ძალიან მომეწონა, ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში
კითხვარის სანახავად გადადიტ ბმულზე

Monday, June 6, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით  მოსწავლეთა დასახმარებლად  პრეზენტაციის შაბლონი, ვისწავლეთ გაჯეტების დამატება. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, May 29, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ყველაზე, ყველაზე შრომატევადი დღე იყო: შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. განვიხილეთ  შეფასების სტრატეგიები, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით სხვადასხვა აქტივობის ინსტრუმენტები- დიაგრამები.

Saturday, May 28, 2016

მე-3 დღის რეფლექსია

დღესაც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო ტრენინგი. ვისწავლეთ  drive-ში მუშაობა, რაც ყველაზე მეტად  მომეწონა. გმადლობთ.