Sunday, June 19, 2016
მეცხრე დღის ტრენინგი
ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. მომეწონა კოლეგების პროექტების პრეზენტაცია. საინტერესო იყო თვითონ მთლიანად ტრენინგი, საჭირო ჩვენთვის, ვფიქრობ ერთი-ორი დღის დამატება კარგი იქნებოდა ტრენინგისთვის, მსმენელი უფრო კარგად მოასწრებს ნასწავლის განმტკიცებას. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, შეუდარებელია, ოღონდ მართლა....
Saturday, June 18, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დღეს დავწერეთ პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურები.
ვისწავლეთ ელექტრონული კითხვების/ტესტების შედგენა, გამოქვეყნება. რაც ძალიან მომეწონა, ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში
ვისწავლეთ ელექტრონული კითხვების/ტესტების შედგენა, გამოქვეყნება. რაც ძალიან მომეწონა, ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში
Monday, June 6, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად პრეზენტაციის შაბლონი, ვისწავლეთ გაჯეტების დამატება. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.
Sunday, May 29, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს ყველაზე, ყველაზე შრომატევადი დღე იყო: შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით სხვადასხვა აქტივობის ინსტრუმენტები- დიაგრამები.
Saturday, May 28, 2016
მე-3 დღის რეფლექსია
დღესაც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო ტრენინგი. ვისწავლეთ drive-ში მუშაობა, რაც ყველაზე მეტად მომეწონა. გმადლობთ.
Saturday, May 14, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლე ბუკლეტის დამზადება, რაც ძალიან მომეწონა. ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
Thursday, May 12, 2016
პირველი დღის რეფლექსია
ვფიქრობ, საკმაოდ შინაარსიანი ტრენინგია. პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესს უფრო აქტიურს და სახალისოს გახდის მოსწავლეებისათვის. საკმაოდ შრომატევადია სამუშაო, პირველმა დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)